ეკა ბესელიამ მთავარი პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, რა მიზეზით იმყოფებოდა ის მთავარ საგამოძიებო ორგანოში.

მთავარ პროკურატურასთან ასევე იმყოფება მირზა სუბელიანის სიმამრი ბორის კაკუბავა, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რის გამო იმყოფებოდა ის საგამოძიებო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროკურატურაში უკვე საათზე მეტია იმყოფება ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს. მას შესვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბორის კაკუბავა ჟურნალისტებს: თქვენი დედა …