ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე – პასუხის ღირსად არ ვთვლი, უბრალოდ არ ვურჩევ საუბრის დაწყებას

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მის ყოფილ პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს საუბრის დაწყებას არ ურჩევს.

„პასუხის ღირსად არ ვთვლი. უბრალოდ არ ვურჩევ – ეს მისთვისვე იქნება სასარგებლო“, – ასე გამოეხმაურა დღეს ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს.

თავის მხრივ ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს, პროცესებს აკვირდება და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში გეები დაიჭირეს, მთავრობა ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება