ჩეჩნეთში გეები დაიჭირეს, მთავრობა ინფორმაციას უარყოფს

ჩეჩნეთში რამდენიმე ჰომოსექსუალი დააპატიმრეს. ადგილობრივი მთავრობა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას “სრულ აბსურდს” უწოდებს. ორშაბათს, 14 იანვარს გამოქვეყნდა, რომ ჩეჩნეთში 40 გეი და ლესბოსელი დააკავეს. “რუსული ლგბტ-ქსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებისას, მინიმუმ ორი პირი წამების შედეგად გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პრეს-მდივანმა ალვი კარიმოვმა თქვა, რომ ეს განცხადება “თუკი ლიტერატურულად ვიტყვით, არ არის სწორი და დეზინფორმაციაა. ჩეჩნეთშის რესპუბლიკაში არ არის არანაირი ციხე და თავისუფლების აღმკვეთი ადგილი, რომელიც ფედერალურ სამსახურში არ შედის”.

ჩეჩნეთში გეების დაკავების შესახებ ინფორმაცია 2017 წლიდან ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი იაპონიას: აღიარეთ, რომ კურილები რუსეთისაა, ჩადეთ ინვესტიცია და გააუქმეთ ვიზა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე – პასუხის ღირსად არ ვთვლი, უბრალოდ არ ვურჩევ საუბრის დაწყებას