ეკა ბესელია : ვანო ზარდიაშვილი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც „ქართული ოცნება“ პერიოდულად ფეთქდება

გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად, ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად „ქართული ოცნება“ ფეთქდება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვოს.

„ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე „ქართული ოცნებისთვის“, რის გამოც მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანთან უნდათ, თუ არა ასოცირება. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ასეთი ადამიანი საუბრობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, თუ არ უნდა. ამიტომ, იცით ეს უკვე დროის ამბავია. მახსოვს, რამდენჯერმე დადგა ეს საკითხი, როდესაც მე თვითონ დავაყენე თავის დროზე. ჩემსა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი არ არის პერსონალური კონფლიქტი. ეს იყო კონფლიქტი კლანსა და კლანის სახელით ამ ადამიანის წინ გამოშვებით, ძალიან ბინძური დავალებების მიცემით ჩემ წინააღმდეგ. ეს იყო სწორედ ამ კლანის ბრძოლა ჩემთან, ამ სახით. ტრაგედია ისაა, რომ ის „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს. ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანი პარლამენტის წევრია. პარლამენტში არასდროს არავის უკადრებია ისეთი რამ და არ გადაუბიჯებია ისეთი წითელი ხაზებისთვის, რაც ადამიანმა აკადრა როგორც ინსტიტუციას, ქალს. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ეტევა. ამიტომ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართულმა ოცნებამ“ იდარდოს ამ ნაღმებზე რამდენჯერ აფეთქდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, „სჭირდება თუ არა შავი საქმეების შემსრულებლად მმართველ გუნდს ზარდიაშვილი, არჩევანი თავად უნდა გააკეთონ“.

„ასეთი ადამიანები არიან „ქართული ოცნების“საყრდენები, ივანიშვილის სახე რომ ხდება ასეთი ადამიანი, ეს მისი პერსონალური პრობლემა ხდება. მე კი არ მომაყენა შეურაცხყოფა იმ საშინელი სიტყვებით, რომელსაც ის საჯაროდ ამბობდა, მან შეურაცხყოფა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, რომელსაც უთხრა, რომ ასეთი ადამიანი გედგა შვიდი წელი გვერდით და მას ენდობოდი. ან ერთმანეთის მსგავსები ხდებიან, ან ემიჯნებიან, სხვა მოცემულობა არ არის. ან ემიჯნები ასეთ საშინელებას, ან ამბობ, რომ მეც ასეთი ვარ. ეს მათ უნდა აირჩიონ”,- აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაშიზარდიაშვილი დეპუტატის მანტატს უახლოეს პერიოდში დატოვებს
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილმა საქართველოს პარლამენტი დატოვა