ზარდიაშვილი დეპუტატის მანტატს უახლოეს პერიოდში დატოვებს

დატოვებს თუ არა ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებს თავად ვანო ზარდიაშვილიც. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი.

“ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი არის მისთვისაც და ჩვენთვისაც მიუღებელი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მე მქონდა საუბარი ზარდიაშვილთან და ვიცი რა გეგმები აქვს მას. რა გემგები აქვს ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი მალე და ალბათ უპრიანი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით თავად ზარდიაშვილმა ისაუბროს. მე მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი არაერთხელ და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ნატოს დღეები 2019“ მესტიაში გაიმართა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : ვანო ზარდიაშვილი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც „ქართული ოცნება“ პერიოდულად ფეთქდება