ეკა ბესელია: მარკირება გავლილი ქალბატონები, რამდენიმე უბანზე ისევ ცდილობდნენ შესვლას ხმის მისაცემად

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერინ ეკა ბესელია „ნაციონალურ მოძრაობას“ აგიტაციასა და კარუსელის დატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ბესელიამ ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მარკირება გავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას განმეორებით ცდილობდა.

„მარკირება გავლილი ქალბატონები, რამდენიმე უბანზე ისევ ცდილობდნენ შესვლას ხმის მისაცემად. კომისიის წევრების ატიურობის შედეგად, ამ ქალბატონებმა რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ვერ შეძლეს. კიდევ ერთი ფაქტი, რაც შესამჩნევი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო უბნებზე აგიტაციას ეწეოდნენ“, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას ინფორმაციით, აჭარაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ამ დროისათვის მშვიდ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტია” პაატა ზაქარეიშვილმაც დატოვა
შემდეგი სტატია(video) “ვინც გაივლის და გამოივლის უნდა ჩავიწერო … ეკლესიის მრევლი ვართ ” – კოორდინატორების საუბარი წყნეთში