ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში გასაუბრებაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ეკა ბესელიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბესელიას უწყებაში დაბარება იმ განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გააჩნია.

banner
წინა სტატიაში2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება
შემდეგი სტატიაარავითარი ახალი და გასაკვირი სააკაშვილის მიერ ეროვნულ- რელიგიური ფასეულობებისადმი ერთგულების გამოცხადებაში არ იყო