არავითარი ახალი და გასაკვირი სააკაშვილის მიერ ეროვნულ- რელიგიური ფასეულობებისადმი ერთგულების გამოცხადებაში არ იყო

სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუს ზოგიერთი მომენტის შესახებ;
1. სააკაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს რეალურად არსებულ უდიდეს საფრთხეს,რომელსაც პუტინის რუსეთი ქმნის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს პრორუსულ ხელისუფალთა დახმარებით. საერთაშორისო სასამართლოებში სერბეთის პრეცედენტის ცილისმწამებლური გამოყენებით მტერი ცდილობს არამცთუ გაამართლოს თავისი დანაშაული ქართველი ერის წინააღმდეგ, არამედ იქით დაადანაშაულოს აგრესიის და ეთნოწმენდის მსხვერპლი, თუ ის ამას შეძლებს მოღალატე ქართველების გამოყენებით ამით დაზარალდებიან არა მხოლოდ ცალკეული ქართველი მებრძოლები, რაც თავისთავად წარმოუდგენელი ნონსენსი და უსამართლობაა, არამედ ჩვენი ქვეყანა, რადგან ქმნის საერთაშოისო მასშტაბით ჩვენი მიწის რუსეთის მიერ მიტაცების ლეგალიზაციის საფრთხეს.
რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტის შესახებ ულტიმატუმიც დიდი საფრთხეა, რადგან განხორციელების შემთხვევაში სრულიად დაუცველს ტოვებს საქართველოს მტაცებელი მეზობლის წინაშე.
2.ახლა რაც შეეხება, სააკაშვილის გამოსვლის ერთ“ სკანდალურ და შოკისმომგვრელ“ ნაწილს. მაშინ როდესაც საქართველო დიდი უცხოელი ურჩხულის და მისი ადგილობრივი კოლეგების სასიკვდილოდ საშიში შეტევის ქვეშაა, ყოველგვარი ურთიერთ თავდასხმები დასავლური ოპოზიციის, ანუ ამ ურჩხულთან მებრძოლთა ბანაკში უკიდურესად საზიანოდ მიმაჩნია მიუხედავად იმისა, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინ არის მართალი.
და კიდევ ერთ რამეზე მინდა ყურადღება მივაპყრო – არავითარი ახალი და გასაკვირი სააკაშვილის მიერ ეროვნულ- რელიგიური ფასეულობებისადმი ერთგულების გამოცხადებაში არ იყო. ამ სფეროში მისი ლოიალური პოზიცია ყოველთვის შესამჩნევი იყო ( და მე ეს გარეთა დამკვირვებელმაც კი ვიცოდი და რატომ უკვირთ მაშინ მათივე წრეში მყოფთ!). ისიც შესამჩნევი იყო, რომ ამ საკითხზე ნაციონალურ ხელისუფლებაში იყო განსხვავებული მიმართულებაც. აღმაშფოთებელია, რომ კვესიტაძისთვის ეროვნულ-რელიგიური ფასეულობები ირმა ინაშვილის და ვასაძის შავრაზმულ-პრორუსულ“ მოღვაწეობასთან“, თუ იდეოლოგიასთან იგივდება.( ძალიან სამწუხაროა, რადგან, კვესიტაძეს, როგორც ჟურნალისტს, ძალიან პატივს ვცემ. გვარამიამ ეს გაიგივება გააპროტესტა,თუმცა სააკაშვილის პოზიცია თითქოს მისთვისაც სიახლე იყო) რა კავშირი აქვს რუსულ აგენტურას, ყოველგვარი ტიპის შეუწყნარებლობით, აგრესიით (მათ შორის ფიზიკურით) და სიძულვილის ქადაგებით ეროვნულობასა და პატრიოტიზმთან?!. მათი ერთ-ერთი მისია, ხომ სწორედ ეროვნულობის და სარწმუნოების დისკრედიტაციაა. ეროვნულ-რელიგიური ფასეულობების გმობა და მათთან ბრძოლა პროგრესულობა და ლიბერალიზმი არ არის. ეროვნულ-რელიგიური ფასეულობები ხომ ილიასეული -„მამული, ენა სარწმუნოებაა“ .ამ ფასეულობების დაპირისპირება პროგრესთან, დასავლეთთან, დემოკრატიასთან და პირიქით ეროვნულობის და პატრიოტიზმის ასოცირება პრორუს ძალებთან არის სწორედ რუსული ნარატივი. მოკლედ ყოფილი პრეზიდენტის თავად ეს პოზიცია არც შავრაზმულია და არც ნიშის ძებნით გამოწვეული, არც გასაკვირი და ახალი. თუმცა დიდად სამწუხარო და მიუღებელია, რომ მის მიერ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოხატვა ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვან წევრთან დაპირისპირების ფონს უკავშირდებოდა – წერს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება
შემდეგი სტატიაბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე – გახარია