“ეკა ბესელია არის კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას”

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ცდილობენ, ეკა ბესელია პოსტიდან გადააყენონ, რადგან მის თანაგუნდელებს ეუხერხულებათ, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა.

“ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ ის, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტობრივად ვიცით, რომ მიდის მცდელობა, რომ ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის დღეს ქვეყანაში კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობის და ყაჩაღობის ეკვივალენტი, ასეთი რეპუტაცია აქვს მას. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი მან უკეთესად იცის, ვიდრე მე, მაგალითად, საკუთარ დედას რომ გვარი უნდა გამოუცვალო, რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, ეს მან კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილი არის ქართველი ხალხის, რომ ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე ზურაბიშვილმა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იურიდიული კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაანდრო გოცირიძე: “რასაც ვუყურე, იქ პირდაპირ დანაშაულის ნიშნები ჩანს, კონკრეტული თავდასხმა და ქონების განადგურება”