ეგვიპტური ლაინერის განტაცებელმა ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავიდან ჩასვლის უფლება მისცა

ეგვიპტური ლაინერის განტაცებელმა ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავიდაც ჩასვლის უფლება მისცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.გავრცელებული ცნობით, ლაინერი ოცამდე მგზავრმა დატოვა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, კვიპროსის ხელისუფლებამ გამტაცებელთან მოლაპარაკებები დაიწყო.

შეგახსენებთ, გატაცებული ლაინერი, რომელიც ალექსანდრია-კაიროს რეისს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კვიპროსზე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. თვითმფრინავი ავიაკომპანია EgyptAir-ს ეკუთვნის. თვითმფრინავის გატაცების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ალექსანდრიიდან აფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ ერთი გამტაცებელი იმყოფება, რომელსაც ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია.მომხდარის შესახებ დამატებითი ცნობები ჯერჯერობით უცნობია.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროს ამწუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის
შემდეგი სტატიასასამართლოში ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს