თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროს ამწუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის

თავდაცვის სამინისტროს ამწუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად შესაძლოა “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა პოსტები დატოვონ.

“მე რეზერვის კონცეფციაზე სასაუბროდ მოვედი, ამის შემდეგ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გეპატიჟებით წვრთნების დასრულებაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი საკმაოდ გრძელი გეგმები და ამ წუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს თავდაცვის მინისტრი პოსტიდან, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ “ნებისმიერი მინისტრი პოსტიდან მიდის პრემიერის გადაწყვეტილებით”.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტური თვითმფრინავის გამტაცებელს ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია
შემდეგი სტატიაეგვიპტური ლაინერის განტაცებელმა ქალებსა და ბავშვებს თვითმფრინავიდან ჩასვლის უფლება მისცა