„Edison Research” – შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მეორე ტური

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „Edison Research” ეგზიტპოლების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

„ჩვენი სოციოლოგები მუშაობენ ამ დრომდე, ჩვენ ვაჩვენებთ 16:00 საათის მონაცემებს.

ორი კანდიდატი, რომელიც ყველაზე წინ არის და მათ შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ეს არის ბატონი ვაშაძე და ქალბატონი ზურაბიშვილი, მათ აქვთ 40-40%. ის რომ მეორე ტური იქნება ეს უკვე ცხადია“ -აცხადებს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

„Edison Research”-ის წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შედეგებში ცდომილება 3%-ია. გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა. 16:00 საათის მონაცემებისთვის 10 ათასზე მეტი ბიულეტინია დათვლილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას