დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხადა.ბაქრაძემ პარტიის ოფისში განცხადება ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა:

„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
შემდეგი სტატია„Edison Research” – შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მეორე ტური