ედიშერ თოლორაია : ჩვენი ერთობით უნდა დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს“ წევრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ესტუმრა დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სააღდგომო ნობათი გადასცა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა სამეგრელოს რეგიონში COVID19-თან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები, გაეცნო სტატისტიკურ ინფორმაციას და დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„მინდა მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში და დაავადებების აქტიურ გამოვლენაში. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ეპიდემიის შეჩერებისკენ. ძალიან მიხარია, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სამეგრელოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ეკისრება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი დალაგდება და ნორმალური ცხოვრების რიტმი მალე დაგვიბრუნდება. ჩვენი ერთობით ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა! „- განაცხადა ედიშერ თოლორაიამ

„დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძრვანელმა ანზორ ქობალიამ მადლობა გადაუხადა ბატონ ედიშერ თოლორაიას ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის დაფასებისთვის და პირველი დღიდანვე აქტიური ჩართულობისთის COVID-19 -თან ბრძოლაში. მადლობა, რომ აფასებთ ჩვენს შრომას, რაც გვაძლევს მეტ მოტივაციას ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას“. – განაცხადა ანზორ ქობალიამ.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ ეპიდემიოლოგიური სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა დეპუტატს გულისხმიერებისთვის, დაფასებისთვის და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ჯეროვნად შეფასებისთვის და მადლიერების ნიშნად გადასცა წიგნი ”დათა თუთაშხია”​.

banner
წინა სტატიაშიREDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა