ედიშერ ქარჩავა დღეს საპატრიარქოს განცხადებას უპასუხებს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს განცხადებას პასუხს სავარაუდოდ დღეს გასცემს. ქარჩავას თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს დღეს, 11:00 საათზე საპატრიარქოსთან გააკეთებს.

საპატრიარქო თავის იურისტს, ედიშერ ქარჩავას ნებართვის გარეშე, პირადი ინიციატივებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისი სატელევიზიო გამოსვლების შესახებ საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. “ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია. მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლო საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ სარჩელს დღეს განიხილავს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდება