ე.წ უდო-მ რატომ დაუმალა კომისიას ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ე.წ. უდო-ს კომისიამ ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს შეწყალებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვერ გვექნებოდა ინფორმაცია ე.წ. უდო-დან, რადგან ეს უარი ნათქვამი იყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ თხოვნა შეტანილი იყო ამის შემდეგ. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი – აქ არ არის ლაპარაკი მოწესრიგებულ დოკუმენტზე, აქ საუბარია დასკვნაზე, სადაც თქვენ ნახავთ, რომ აქ საუბარი უარყოფით დახასიათებაზე კი არ არის, არამედ უაღრესად დადებით დახასიათებაზე და ბოლოს, თუ ე.წ. უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ. ანუ ჩვენ გვქონდა დადებითი დასკვნა და თურმე ე.წ. უდო-ს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა. ჩვენ მხოლოდ ვემყარებით იმ წყაროებს, რომელსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ამ პიროვნების თაობაზე, ის, რომ უარყოფითად ხასიათდებოდა, იცოდა ე.წ. უდო-მ, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

banner
წინა სტატიაშიფაროსანა და თბილისის ბიოლოგიური ლაბორატორიის თემა
შემდეგი სტატიაზარდიაშვილი: პრეზიდენტმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა