ზარდიაშვილი: პრეზიდენტმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა

პრეზიდენტმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მხრიდან თავის დროზე ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტს, რომელსაც 25 წლის გოგოს მკვლელობა ედება ბრალად.
„ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და კიდევ შემიძლია დავაანონსო, რომ შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გველის ალბათ იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული . შესაბამისად, აქ შეიძლება ზედმეტიც ითქვას, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეთ ამ შეწყალებებში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება მისი შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ ,რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უდოს კომისიას 6-ჯერ აქვს ნათქვამი უარი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს არის ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ უდო-მ რატომ დაუმალა კომისიას ინფორმაცია
შემდეგი სტატიათამარ გამრეკელაშვილი: მარი კიბიდან დააგორა და ბავშვი დაეღუპა