ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სეპარატისტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სეპარატისტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს შიდა ქართლში. ეს გენადი ბესტაევის დაკავების უკვე მესამე შემთხვევაა და ოსური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით უკვე დაწყებულია მუშაობა ბესტაევის გასათავისუფლებლად.

“დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით ამ ადამიანს მიესაჯა უკანონოდ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობს, რომ ამ ადამიანის გათავისუფლება მოხდეს უმოკლეს ვადებში,“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ქვეყანაში არის ძალიან ჯანსაღი ტენდენცია – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიაესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო