ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს

ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებსე.წ. სამხერთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ 2017 წლის აპრილამდე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი ჩატარდება – ამის შესახებ რუსული მედია წერს.

“ჯერჯერობით ზუსტი დრო დადგენილი არ არის. საჭიროა იურიდიული საკითხების დაზუსტება, რომელიც რესპუბლიკის კონსტიტუციის მეათე მუხლს ეხება, სადაც საბჭოს ორგანოს შექმნის შესახებ არის საუბარი. კონკრეტული თარიღი არ ვიცით, მაგრამ, რეფერენდუმი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება, რომელიც 2017 წლის აპირილშია დაგეგმილი” – განაცხადა თიბილოვმა. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსულ მხარესთან საჭირო კონსულტაციებს გადის.
მისივე ინიციატივაა ე.წ. სამხრეთ ოსეთს სახელი გადაერქვას და დაერქვას სამხრეთ ოსეთი-ალანია.

თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების სურვილი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოთქვა, მაშინ მან აღნიშნა, რომ ეს “სამხრეთოსეთელების საუკუნის ოცნებაა”.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დიდი სურვილი მაქვს, რომ საშინელი კადრების დე ჟავუ საზოგადოებამ მუდმივად აღარ იხილოს
შემდეგი სტატიადაკავებული ქართველების, მათ შორის 2 არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია