ე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 ოქტომბერს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვას გეგმავს.

„უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან დროებით შეწყვეტს საზღვრის გაიოლებულ მონაკვეთზე ხალხის გატარებას. გამშვები პუნქტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმს 9 ოქტომბრის 07:00 საათიდან დაუბრუნდება“, – ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არჩევნების დღეს რადიკალურად განწყობილი ელემენტების მიერ პროვოკაციათა სერიები იგეგმება საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავა : საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მაშინ ავირჩევთ, როცა ყველა მოსამართლე მზად იქნება
შემდეგი სტატიასუს-ში “თავისუფალი ზონის” წევრის მარიამ ბაშარულის დაკითხვა დასრულდა