სუს-ში “თავისუფალი ზონის” წევრის მარიამ ბაშარულის დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “თავისუფალი ზონის” კიდევ ერთი წევრის მარიამ ბაშარულის დაკითხვა დასრულდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ბაშარულმა განაცხადა, „თავისუფალი ზონა“ არის პატრიოტულ ნოტაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც გმობს ძალადობას.

„ეს იყო ხელისუფლების სცენარი, რომელიც უშუალოდ შუშის კოლბაში დაიგეგმა. ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენ დაშინებას, ეს იქნება სუს-ში დაბარებით, თუ სახლში მოკითხვებით. ჩვენი მიზანია, ამ ქვეყანაში მშვიდობის დანერგვა. პირადად მე ახალგორიდან ვარ და მტკივა ოკუპაცია. ჩემთვის მიუღებელია გადატრიალებაზე საუბარი“, – განაცხადა ბაშარულმა.

როგორც ბაშარული აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლამდე შეხვდა და მას შემდეგ არ უნახავს.

„დაკითხვები ეხებოდა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი ბესო კალაძის ინფორმაციას და ნუგზარ ჭიაბერაშვილის განცხადებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით „თავისუფალი ზონას“ არანაირად არ სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, პირიქით სურს მშვიდობა”, – განაცხადა ბაშარულმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 ოქტომბერს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს
შემდეგი სტატიაბრიტანელი პოლიტიკოსი ისევ საავადმყოფოშია