ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქტივისტის სანახავად ციხეში ოჯახის წევრებს არ უშვებენ

ახალი შეზღუდვები ლაზარეს წინააღმდეგ – ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქტივისტის სანახავად ციხეში ოჯახის წევრებს არ უშვებენ. ლაზარეს დედა ამტკიცებს, რომ ციხეში შეხვედრა შვილთან 24 მარტს მოჰქონდა ჩანიშნული, თუმცა მოულოდნელად, დაურეკეს და იმ მოტივით რომ 24 რიცხვი კვირაა, პაემანზე უარი უთხრეს. ლაზარეს დედის ინფორმაციით ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, წესით 28 მარტს არის ჩანიშნული.

“24-ში აქვს დაწერილი, ბაბუის დაბადების დღეა და ეტყობა იფიქრა, რომ დაამთხვევდა, მაგრამ 24 არის კვირა. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას, რომ კვირაა და არ გამოვა ეს შეხვედერა. მაისური შეგვაქვს ლაზარესთან, იმის წარწერას ამოწმებენ, რა აწერია, ძალიან კონტროლია ამ ყველაფერზე და განცხადებაში ვერ წაიკიტხეს, რომ 24 კვირაა? ხომ შეიძლება ყველაფერზე მაშინ მოხდეს რეაგირება, როდესაც საჭიროა. ეს ყველაფერი პირდაპირ არის კავშირში ყველაფერთან. ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, რომ ჩვენს შვილს შევხდეთ და ნუ გვიზღუდავენ”, – ამბობს ლაზარეს დედა.

გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომამდე 4 დღით ადრე გაირკვა, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს – შსს ამტკიცებს, რომ აქტივისტმა მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის სასამართლომ ლევან ფიფიას 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიალუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს