ე.წ. „ფიშინგის“ გზით 139 000 ათასი ლარის ქურდობაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ფიშინგის“ გზით, „საქართველოს ბანკის“ და „თი ბი სი ბანკის“ მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და სოციალური ქსელი “ფეისბუქის” მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული“ ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტ ბანკის გვერდს ჰგავდა.

გამოძიების ცნობით , მომხმარებლები ხსნიდნენ აღნიშნულ ბმულს და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად ბრალდებულებთან იგზავნებოდა. აღნიშნული პირები ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით ,უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ.

აღნიშნული სქემით ბრალდებულები დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო მ.ბ-ს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი – დღეს მოიყვანეს ორი დაზარალებული, რომლებიც იდგნენ ჩიტაძის ქუჩაზე – მათ არც მოწოდება გაუგიათ და არც ის იციან, რა ხდებოდა რუსთაველზე
შემდეგი სტატიაკობახიძე- დეზინფორმაციის გავრცელებაზე პარლამენტში კანონი გვაქვს ინიცირებული