ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი – დღეს მოიყვანეს ორი დაზარალებული, რომლებიც იდგნენ ჩიტაძის ქუჩაზე – მათ არც მოწოდება გაუგიათ და არც ის იციან, რა ხდებოდა რუსთაველზე

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. როგორც მისმა უფლებადამცველმა ვახტანგ იაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრებოდა. მისი თქმით, ერთი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სერიოზული არაფერია. ადვოკატის თქმით, მეორე მიზეზია ის, რომ ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო სხდომას, რადგან მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტან იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუშვილის სასამართლო საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, არ არსებობს მოწმე და ვერც იარსებებს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

„დღევანდელ მთავრობას სჭირდება, რომ ოქრუაშვილი პატიმრობაში იყოს. დღეს ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. მოიყვანეს ორი დაზარალებული, რომლებიც იდგნენ ჩიტაძის ქუჩაზე. შეკითხვის დასმის სურვილიც კი არ გაგვიჩნდა. არც მოწოდება გაუგიათ, არც ის იციან, რა ხდებოდა რუსთაველზე. არ დაგიმალავთ, როდესაც ამ დაზარალებულებთან ერთად მოვდიოდით, იკითხეს, ჩვენ რატომ მოგვიყვანესო. მე ვუთხარი, იგივე შეკითხვა მაქვს ბრალდების მხარესთან-მეთქი. ამიტომ, ასეთ უცნაურ ვითარებაში გვიწევს პროცესის გაგრძელდება”, – განაცხადა იაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს – დოხტურიშვილი ხაბეიშვილზე
შემდეგი სტატიაე.წ. „ფიშინგის“ გზით 139 000 ათასი ლარის ქურდობაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ