ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა 18 დეკემბრამდე გადაიდო

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში, 18 დეკემბრამდე გადაიდო. სასამართლოს დღეს ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა მოესმინა, თუმცა თემო ჯანაშიას უფლებადამცველების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვაზე, სასამართლომ უარი თქვა.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი დღეს, იმ დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავდა, სადაც დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის მიერ გაწეული ხარჯებია ასახული.

„მოსამართლემ არ დაურთო ჩვენი მტკიცებულება იმის გამო, რომ ამონაწერი, რომელიც ვალერი კილაძის ანგარიშზე იყო, ის ისედაც ადასტურებდა, რომ ჩემს მერე იხარჯებოდა ეს ფული და მხოლოდ და მხოლოდ ეს მოტივი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, მას უნდა დაერთო ამ სახის დოკუმენტი, რადგანაც იქ მხოლოდ ციფრებია, აქ გარკვეული სახელები და გვარებია. ის სახელები და გვარები, რასაც ასე ხმამაღლა ლაპარაკობენ, სტილისტს გადაუხადა, პარლამენტის წევრს გადაუხადა. იმ საბუთში სტილისტიცაა, პარლამენტის წევრიცაა, თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიცაა და დანარჩენიც,“ – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ადვოკატების განცხადებით, დოკუმენტაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალდება თემო ჯანაშიას წინააღმდეგ პოლიტიკურია და სამართალდარღვევა მის ქმედებებში არ იკვეთება.

banner
წინა სტატიაში,,ვერსია, თითქოს სუს-მა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ, ღირსების შემლახავია”
შემდეგი სტატია“ეს არის პოლიციური სახელმწიფო, ეს საბჭოთა კავშირიც კი არ არის” – ოპოზიცია ე.წ. ოდეერების სტატუსზე