საზოგადოება ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 13-ე შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა ავტ: news - 20:23 - 11 თებერვალი 2016 H1N1 ტიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თბილისში მოხდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს. ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე 13-ე შემთხვევაა.