ერდოღანმა სირიაში შესაძლო აქტიურ მოქმედებებზე გაფრთხილება გააკეთა

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

თურქეთის პრეზიდენტმა, ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას მოთმინება შესაძლებელია ამოიწუროს, რომლის შემდეგაც ის სირიაში აქტიურ მოქმედებებს დაიწყებს – ამის შესახებ “რიოტერსი” წერს.
“ჩვენი მოთმინება გარკვეულ მომენტამდეა, შემდეგ აუცილებელ ზომებს მივმართავთ. თუკი ავიადარტყმები არ შეჩერდება ევროპაში ლტოლვილების ახალი ნაკადი ისევ მილიონამდე იქნება” – განაცხადა ერდოღანმა.

თურქი ლიდერის გაბრაზება გამოიწვია ალეპოსთან მიმდინარე ბრძოლებმა და “გაეროს პირფერობამ”. მან მიუთითა, რომ გაერო ანკარას მოუწოდებს აქტიურად დაეხმაროს ლტოლვილებს, იმის ნაცვლად, რომ სისხლისღვრა შეაჩეროს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 13-ე შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა სელფის წინააღმდეგ გამოვიდა