ე.წ. გერმანულ მოდელს კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს. პროექტის განხილვა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს გაიმართა. რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტიდან კანონპროექტს 1 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა, დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან, კანონპროექტს ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 7 წინააღმდეგ წავიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა