გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩ გეორგე ლეუკას
შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ
სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო
ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა გეორგე ლეუკას შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი
რეფორმები გააცნო. შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის,
როგორც რეგიონული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე, სადაც მომზადებას სხვა
ქვეყნების სამართალდამცველებიც გაივლიან.

უახლოეს მომავალში თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, მოლდოვის რესპუბლიკის
შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის მიტაცების სამართლებრივად „გააპრავება“- პეტრე ცისკარიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე
შემდეგი სტატიაე.წ. გერმანულ მოდელს კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს