ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა

nika-gvaramiaaa“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რაც ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა.

“რუსთავი 2”-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.

გვარამიამ განაცხადა, რომ გამოძების დაინტერესების შემთხვევაში მათ მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში, რომელთაგანაც მას უკვე აქვს ნებართვა.

მოსამართლეებმა კი განაცხადეს, რომ მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები

banner
წინა სტატიაშიე.წ. გერმანულ მოდელს კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: “ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება