ე.წ. ელიავას ბაზრობაზე პოლიციაა მობილიზებული – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებსაც ელოდებიან

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა სპეციალური კომისია დღეს დილიდან დაიწყებს. მანამდე კი ადგილზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული. კეთდება კორდონი, რათა მოვაჭრეები დამწვარ სავაჭრო ობიექტზე თვითნებურად არ შევიდნენ.

ხანძრის შედეგად ბაზრობის ე.წ. პირველი სექტორი სრულად არის დამწვარი. დაზიანებულია ბაზრობის მეორე სექტორიც.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში დაიწყებენ მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან დაზარალებულებიც.

11:00 საათისთვის ბაზრობის ტერიტორიაზე ელოდებიან დიდუბის გამგებელსაც, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. აღარ არსებობს ხანძრის კერები და, შესაბამისად, ცეცხლის ხელახლა გაჩენის საშიშროება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. საქმეს ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველო იძიებს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ცოტნე გამსახურდია: “ანამნეზე” – საერთოდ ვერ მივხვდი, რა შუაში იყო
შემდეგი სტატიაირმა ზავრადაშვილი : ელიავას ბაზრობაზე საბურავები დაიწვა, ავტონაწილების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია