ირმა ზავრადაშვილი : ელიავას ბაზრობაზე საბურავები დაიწვა, ავტონაწილების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია

დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის დროს საბურავები დაიწვა, ავტონაწილების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია.

ირმა ზავრადაშვილი, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა და ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორია დაათვალიერა.

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დღის მეორე ნახევრისთვის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცემათ.

რაც შეეხება დაზიანებულ ნივთებს, ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ავტონაწილების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია ძირითადად კი საბურავებია დამწვარი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ელიავას ბაზრობაზე პოლიციაა მობილიზებული – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებსაც ელოდებიან
შემდეგი სტატია“პრესკონფერენცია არ იქნება”- ეკა ხოფერია “იმედიდან” მიდის?