ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე, დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

banner
წინა სტატიაშიწყნეთში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების სარჩელი არ დააკმაყოფილა