თბილისის საქალაქო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრების სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაააკმაყოფილა “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი და უცვლელად დატოვა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი.

პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გადასანაწილებელი 17 მანდატიდან “პატრიოტთა ალიანსმა” 3 მანდატი მიიღო და ფრაქციის შესაქმნელად (6 მანდატი) საჭირო 3 მანდატი დაემატა, დარჩენილი 14 კი, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გადანაწილდა.

“პატრიოტთა ალიანსში” ამბობენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატების თანაბარი განაწილების პრინციპი დაირღვა და მათ 6-ის ნაცვლად, 10 მანდატი უნდა მიეღოთ.

ცესკო-ს წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა კანონის და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში.

„როგორ და რა წესით უნდა გადანაწილდეს მანდატები, ამის ინტერპრეტირება ხდება ორგანულ კანონში. ჩვენ ვეთანხმებით ამას. ეს თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ახლა რომ შეცვლილიყო თამაშის წესები, როდესაც ყველამ თავის შედგი იცის და მერე მოეხდინა კანონმდებელს კონსტიტუციის ასეთი სახით ინტერპრეტირება, როგორსაც ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობენ, კიდევ დასაჯერებელი იქნებოდა. ახლა კი, ყველა ამ თამაშის წესებით შევიდა ამ თამაშში და დადგენილი წესებით განაწილდა მანდატები“,-განმარტა შარმანაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

banner
წინა სტატიაშიძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება
შემდეგი სტატიაბუქარესტი, სოფია და ანკარა- “ეს ორი თვე ამ სამ ქალაქში უნდა გაგვეტარებინა” -ხიდაშელი იზორიას აკრიტიკებს