ძლიერმა წვიმამ რუსთავის ცენტრალური გზა და ქუჩები დატბორა

ძლიერმა წვიმამ რუსთავის ცენტრალური გზა და ქუჩები დატბორა. წყლის ნაკადი ქალაქის შესასვლელში და სხვადასხვა უბანში მიედინება. ქალაქში შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილება. თოდრიას ქუჩის მეცხრე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელ სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს.
ცოტა ხნის წინ რუსთავში სეტყვაც იყო.
ზარალის კონკრეტული ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაში“ვალდორფის სკოლაში” ზაფხულის მოსვლის აღსანიშნავ ზეიმს საქართველოს პირველი ლედი დაესწრო
შემდეგი სტატიაჩინელი ინვესტორის ვიზიტი აფხაზეთში