ჩინელი ინვესტორის ვიზიტი აფხაზეთში

afz„აფხაზეთში ჩემი ჩამოსვლის მიზანია კონტაქტების დამყარება და ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა“ – განაცხადა კომპანია „აბრეშუმის გზის“ პრეზიდენტმა ცზიან ბაოცზიუნმა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩიკირბასთან შეხვედრის დროს.
აფხაზური მედიის ცნობით, ჩინელი ინვესტორის ვიზიტისგან არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება პოზიტიურ შედეგებს ელოდება, რომელიც გათვლილია აფხაზური ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის გაჯანსაღებაზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი სოხუმში “ჩინური სახლის“ გახსნის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა წვიმამ რუსთავის ცენტრალური გზა და ქუჩები დატბორა
შემდეგი სტატია(video) აფხაზმა პოლიციელებმა სომეხი ფეხბურთელები სცემეს