ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

კერძოდ, შეზღუდვა ეხება ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატია“უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს” – დიმიტრი ხუნდაძე