“უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს” – დიმიტრი ხუნდაძე

“უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუდაძემ, ჟურნალისტებთან უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ხუნდაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდება.

„მესამე რაუნდი გაიმართება კონკრეტულად სასამართლოების თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მეოთხე აღარ უნდა გახდეს საჭირო და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. მე იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული და დასრულებული,“ – განაცხადა დიმიტრი ხუდაძემ.

დღეს უმრავლესობის მორიგი შეხვედრა იმართება, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლეების საკითხზე იმსჯელებენ. თუმცა, უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს

banner
წინა სტატიაშიძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ