“ძიუდოისტი ჩამიდეს” – გიგი უგულავა მის წინააღმდეგ აღძრულ მე-8 საქმეზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ამბობს, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, ხელისუფლების მოწყობილი პროვოკაცია იყო და ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი მას სწორედ ხელისუფლებამ მიუგზავნა.

უგულავას თქმით, ამ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მის მიმართ პოლიტიკურ დევნას უკავშირდება.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ეს უკვე რიგით მე-8 საქმეა გიგი უგულავას წინააღმდეგ.

“რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში ჩემს წინააღმდეგ 8 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ეს თავისი კომიკურობით თუ ტრაგიზმით, ძიუდოისტი, რომ ჩამიდეს აეროპორტში, ყველაზე სამარცხვინო იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საგანგაშო.

შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს, რომ ეს კაცი მოგზავნილი იყო ხელისუფლების მიერ და ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი. მერე საერთოდ საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. ახლა უკვე წელიწადნახევარია გასული და 13-შიო ჩაინიშნა სასამართლო.

სხვათა შორის, ამ მუხლს ოცნებამ ამნისტია გაუკეთა, უბრალოდ მსხვერპლის თანხმობაა საჭირო, ანუ გავაშელიშვილმა თანხმობა უნდა თქვას, რომ ჩემზე გავრცელდეს ამნისტია.

მე არავის თანხმობა არ მჭირდება, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე იყო, როგორც სხვა დანარჩენი. ფაქტია, რომ ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია. გამოვიდა გუშინ მელია, წამივიდა ახალი.

ცეცხლი რომ გადაეცემოდა სპარტაკიადაზე, გადაეცა ახლა ახალი იქნება და მუდმივად ესე იქნება და ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ რაიმე ხელშეკრულებით შეიძლება ამ ხელისუფლებამ თავისი სტრატეგია შეცვალოს”,-თქვა უგულავამ.

გიგი უგულავა ასევე ამბობს, რომ აეროპორტში მასზე თავდასხმა 20 ივნისის საქმეს უკავშირდება

“ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება, ვიცი კიდეც შიგნიდან, ქართული ოცნებიდან, 20 ივნისს.

20 ივნისს, როდესაც მოლაპარაკება უნდა გამართულიყო და მე და ნიკა მელია უნდა შევხვედროდით გახარიას, რომ ჩაგვეცხრო სიტუაცია, ამის ნაცვლად მაშინ ტყვიების სროლა და გაზის გაშვება დაიწყეს.

რის შემდეგაც, მე ვთვლი, სრულიად სამართლიანად, ერთადერთი, რაც ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს – გინება მისი მისამართით და მე მას ვაგინე”,-თქვა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა და აშშ-მ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დაგმეს
შემდეგი სტატია“ივნისის თვეში უნდა ვიყოთ შეთანხმებული” – ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიაზე