ევროკავშირმა და აშშ-მ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დაგმეს

ევროკავშირმა დაგმო ისრაელზე მომხდარი სარაკეტო თავდასხმა და ძალადობის შეწყვეტის შესახებ მოწოდება გაავრცელა. “ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ღაზას სექტორიდან აბსოლუტურად მიუღებელია და ძალადობის შემდეგ ესკალაციას იწვევს” – ნათქვამია ევროკავშირის მოწოდებაში.

თავის მხრივ, აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ენტონი ბლინკენმა “ღრმა შეშფოთება” გამოხატა ღაზას სექტორიდან, მოძრაობა “ჰამასის” მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო. “მიუხედავად იმისა, რომ ყველამ დეესკალაციისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი, ისრაელს, ცხადია, უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ტერიტორია ძალადობისგან” – ბლინკენმა განაცხადა.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა სამშაბათს განაცხადა, რომ პალესტინელმა ბოევიკებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეს ებრაელმა ძალოვანებმა პალესტინელებს ქალაქ იერუსალიმში ტრადიციული შეხვედრის ჩატარება აუკრძალეს. ამას თან დაერთო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე პალესტინელის სახლებიდან გამოსახლება.

7 მაისს ისრაელის პოლიციამ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ნაღმები გამოიყენა, მოგვიანებით პოლიციელებისა და პალესტინელების შეტაკება ალ-აკსას მეჩეთთან მოხდა, რომლის დროსაც დაახლოებით 220 პირი დაშავდა, მათ შორის 17 სამართალდამცველი.

10 მაისს პოლიციელების და პალესტინელების ხელახალი შეტაკებისას ასობით პირი დაშავდა, 50 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ღაზას სექტორიდან სარაკეტო სროლებს ისრაელმაც სროლითვე უპასუხა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის ორგანოებმა 20 გარდაცვლილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ძალიან თუ არ გავლაღდებით, ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატია“ძიუდოისტი ჩამიდეს” – გიგი უგულავა მის წინააღმდეგ აღძრულ მე-8 საქმეზე