ძალოვანებმა ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ალყა შემოარტყეს

საერთაშორისო კოალიციამ ინჯირლიკის ავიაბაზიდან

1111თურქეთის სამხედრო ბაზა ინჯირლიკს დაახლოებით 7 ათასმა სამხედრომ შემოარტყა ალყა.
სამხედრო ობიექტში ყველა გასასავლელი და შესასვლელები გადაკეტილია. დაუდასტურებელი მონაცემებით, ბაზაში ანტიტერორისტული ქვედანაყოფებია შეყვანილი – მიღებული შეტყობინების თანახმად, ბაზაში სამხედრო გადატრიალების მეორე მცდელობა მზადდება – Hurriyet-ი წერს. ამავე დროს, ევროკავშირის საქმეების მინისტრმა ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი “უსაფრთხოების შემოწმებაა”.
ინჯირლიკის ავიაბაზა ადანას პროვინციაში მდებარეობს და ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თურქეთში. აშშ-ს ბაზაში 50-დან 90-მდე ტექნიკური ერთეული ყავს.
15 ივლისის, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ბაზაზე რამდენიმე თურქი ოფიცრის დაკავება მოხდა.
28 ივლისს ერდოღანის მომხრეებმა მასობრივი საპროტესტი აქცია მოაწყვეს ბაზის დაუყოვნებლივ დახურვის მოთხოვნით. უშიშროების თანამშრომლებმა მომიტინგეები დაშალეს.

banner
წინა სტატიაშიმტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა
შემდეგი სტატიანარმანია ფიქრობს, რომ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს საკრებულო დაამტკიცებს