მტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.

მათ ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია სასტუმროდ გადავაკეთოთ
შემდეგი სტატიაძალოვანებმა ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ალყა შემოარტყეს