ძალიან სუსტად არის… სავარაუდოდ, აღენიშნება პოსტტრავმული ეფექტები – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატები განაჩენის აღსრულების გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს დღეს მოინახულებენ.

“არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები როგორ ინტერპრეტირდება ან ეს ნორმალური თუ არა, თუმცა ვიზუალურად, ის ძალიან სუსტად არის. გარეგნულად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გაუმჯობესება ეტყობა, პირიქით – უფრო უარესად არის, ვიდრე ადრე. ამ ეტაპზე შეიძლება ვისაუბროთ განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, იმიტომ, რომ განაჩენი არის დამდგარი ორ საქმეზე. მას სავარაუდოდ, აღენიშნება პოსტტრავმული ეფექტები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სასჯელაღსრულების დაწესებულება თავად მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ჩატარებას თავისუფლად იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაში18 წელი ვარდების რევოლუციიდან – დღეს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ
შემდეგი სტატიანეტავ ახლა რას იტყვიან, რომ “ფეიკი” დასკვნა გახდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველი? – ომბუდსმენი “ოცნებაზე”