ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ “ფეიკი” დასკვნა გახდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველი? – ომბუდსმენი “ოცნებაზე”

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ომბუდსმენი Facebook-ზე წერს, რომ სტრასბურგმა მთავრობას მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება სწორედ ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით დაავალა.

“ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ “ფეიკი” და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის”, – წერს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიძალიან სუსტად არის… სავარაუდოდ, აღენიშნება პოსტტრავმული ეფექტები – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიაგერმანიის ელჩის, მისი მეუღლისა და ბიძინა ივანიშვილის კორუფციული კავშირები – BILD-ის სკანდალური სტატია