ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე განახლდეს გამოძიება – ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვენ. მათი თქმით, “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გასული სიუჟეტის შემდეგ ისეთი გარემოებები გამოიკვეთა, რითიც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

“საგამოძიებო უწყება საზოგადოებას აწვდიდა იმ მტკიცებულებებს, რაც მას სჭირდებოდა თავისი ვერსიის დასადასტურებლად. ჩვენ ვნახეთ გუშინ სხვა ჩანაწერებიც სადაც სულ სხვა სახით ვნახეთ ბაჩალიაშვილი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე განახლდეს გამოძიება, დაინტერესდეს ხელისუფლება, ის უწყებები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ და დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, ბანალური თვითმკვლელობა და უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი”, – თქვა ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა.

ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია და კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა, გამოტოვა.

“საქმე დაიხურა, რადგან ჩვენ სრული წვდომა არ გვქონოდა იმ მასალაზე, რა მასალაც ჰქონდა გამოძიებას”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ნებისმიერი რამ, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება
შემდეგი სტატია3 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – კალოიანი კრწანისის ქუჩის ავარიაზე