ელისაშვილი – ნებისმიერი რამ, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვნია. მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით სამიტზე გაცხადებული ნებისმიერი წინადადება მნიშვნელოვანია.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტი ცხადყოფს, რომ საქართველო მარტო არ არის და მას გავლენიანი ქვეყნების გაერთიანება უდგას გვერდით.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მოსალოდნელი არ არის გარღვევა და ნატო-ში ჩვენი მიღება, მაგრამ ნებისმიერი რამ, რაც ასეთი მაღალი დონის შეკრებაზე, ასეთ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ითქმება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

არის სიგნალი ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ნებისმისერი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, რუსეთისთვის, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და გვყავს კეთილგანწყობილი დიდი, გავლენიანი ქვეყნები, გაერთიანება ქვეყნების, როგორიცაა ნატო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“ – საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია
შემდეგი სტატიაძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე განახლდეს გამოძიება – ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი