3 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – კალოიანი კრწანისის ქუჩის ავარიაზე

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 3 პირი მკურნალობას აგრძელებს. დაშავებულებს შორის დედა-შვილიც არიან. “ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვახტანგ კალოიანის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

“დღესდღეობით კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 3 პაციენტი, 2 მოზრდილი და ერთი ბავშვი. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ისინი იმყოფებიან ინტენსიური მკურნალობის ქვეშ, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – თქვა ვახტანგ კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე განახლდეს გამოძიება – ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი
შემდეგი სტატიანატოს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული