“ძალიან ხომ არ ბლატაობო? დამემუქრა” – მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის წევრს “ოცნების”აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 29, 2018 19:15

“ძალიან ხომ არ ბლატაობო? დამემუქრა” – მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის წევრს “ოცნების”აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე – მარნეულში “ქართული ოცნების” აქტივისტმა და მერიის წარმომადგენელმა ოპოზიციის წევრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქტივისტების გაღიზიანება მარნეულის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებამ გამოიწვია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ფუად გახრამანოვმა განაცხადა, თავდამსხმელები მას ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთი პირი ანარ გადიმოვი, რომელიც მას თავს დაესხა ფიგურირებს არაერთ დანაშაულში, მათ შორის პოლიციელზე თავდასხმაში, თუმცა დაზარალებულის განცხადებით, იმის გამო რომ გადიმოვს სოზარ სუბარი მფარველობს, ის დაუსჯელი რჩება.

„გავაჩერე მანქანა რა დროსაც ქართული ოცნების აქტივისტმა და მერიის თანამშრომელმა მითხრა, რომ ძალიან ხომ არ ბლატაობ? შენმა კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს ჩვენს უბანზეო დამემუქრა, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა. მითხრა რომ მცემდა და დამაბრუნებდა რეალობაში. ამ ჩხუბის დროს იქვე მყოფი ადამიანები გამოვიდნენ და გაგვაშველეს. სწორედ მათ დარეკეს პოლიციაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სულ გვემუქრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს. გვიშლიდა ხელს წინა საარჩევნო პროცესში და როგორც ჩანს ახალა გაღიზიანდნენ რადგან მარნეულმა გრიგოლ ვაშაძე აირჩია. ეგ ოჯახი არის დაახლოებული ქართული ოცნების ლიდერებთან. მათშორის სოზარ სუბართან რომელიც მფარველობს და სამწუხაროდ ბევრი დანაშაული შერჩა,“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ფუად გახრამანოვმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ყვირილის ხმა შემოესმათ. მამაკაცი ითხოვდა, მისთვის თავი დაენებებინათ.

„ყვიროდა თავი დამანებეო. გავიქეცით იქით და ვხედავ , რომ დაჭერილი ჰყავდათ სახელები ვიცი, გვარები არ ვიცი. ეს არის გამგეობის თანამშრომელი. ასევე ოცნების მხარდამჭერი. ემუქრებოდნენ გალახვით და მოკვლითაც,“-განაცხადა გივი ქველაძემ.

„ქართული ოცნების“ აქტივისტი ანარ გადიმოვი კი მომხდარს უარყოფს. ის სოზარ სუბართან კავშირსაც გამორიცხავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 29, 2018 19:15