ძალიან ბევრი კობახიძეს ვეღარ ითმენს – ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ბევრი დატოვებს

“ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობას კიდევ ბევრი დატოვებს.

ჭიჭინაძის თქმით, მმართველი გუნდიდან წევრების წასვლის მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ იმ მთავარ ღირებულებებს ასცდა, რის გამოც მათ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა. ჭიჭინაძის თქმით, დიდი ხანია დეპუტატები “კობახიძეს ითმენენ.”

„ღირებულებებში ცდებიან ეს ადამიანები ერთმანეთს და გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც მე განვაცხადე ზაფხულში, რომ ჩვენ გაგვაჩნია თმენის ვალდებულება, რომ ირაკლი კობახიძეს ვითმენთ, ეს ნელ-ნელა დასტურდება ძალიან ბევრს ამ თმენამ ზღვარი გადაუჭარბა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებებს,”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის სადავო ბიოგრაფიების მქონე მოსამართლეებს მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა პოლიტიკაში საკუთარი თავი ვეღარც დაინახოს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი 17-21 თებერვალს საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა
შემდეგი სტატია„მობილიზებულები ვართ რათა გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ“ – გახარია ფარული კადრების გავრცელების საქმეზე