სალომე ზურაბიშვილი 17-21 თებერვალს საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიას სამუშაო ვიზიტებით ეწვევა.

მთავრობის განკარგულება პრეზიდენტის ვიზიტებზე თანხმობის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამუშაო ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა.

შეხვედრები პარიზში 17-19 თებერვალს, ბერლინში კი, 19-21 თებერვალს გაიმართება.

ვიზიტების დეტალური დღის წესრიგი ჯერ უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ოფიციალური შეხვედრების გარდა, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ორივე ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიდრო გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას – ბესელია გუნდიდან წასვლაზე
შემდეგი სტატიაძალიან ბევრი კობახიძეს ვეღარ ითმენს – ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ბევრი დატოვებს